4 მოდულიანი სასერთიფიკატო პროგრამა "ქოუჩინგის მეცნიერება და ხელოვნება" არის ქოუჩინგის შესასწავლი უნიკალური, ტრანსფორმაციული პროგრამა, რომელიც შექმნილია ერიქსონის სკოლის დამფუძნებლის, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის მერლინ ატკინსონის (Marilyn Atkinson) მიერ. კურსის დასრულებისთანავე თქვენ შეგიძლიათ გახდეთ პროფესიონალი ქოუჩი ან გამოიყენოთ ქოუჩინგის ცოდნები და უნარები თქვენი პროფესიის უფრო მაღალ საფეხურზე ასაყვანად, საქმიანი და პირადი ცხოვრების ბალანსის უზრუნველსაყოფად, ყოვლდღიური ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.
პროგრამა აკრედიტირებულია ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) მიერ. ტესტირება და სერთიფიცირება ტარდება ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) სტანდარტების შესაბამისად. სერთიფიკატს აქვს საერთაშორისო აღიარება.
აუდიტორია
პროგრამა განკუთვნილია ხელმძღვანელებისთვის და კომპანიის მფლობელებისთვის, ბიზნეს-ტრენერებისთვის, ბიზნეს-კონსულტანტებისთვის, ფსიქოლოგებისთვის, ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებისთვის და ნებისმიერი პროფესიისა და ასაკის ადამიანისთვის, ვისაც სურს შეისწავლოს ქოუჩინგი.