ამ კურსის შედეგად თქვენ:
- გახდებით უკეთესი კომუნიკატორი, გააუმჯობესებთ უკვე არსებულ უნარებს და შეიძენთ ახალ უნარებს.
- შესძლებთ გარდაქმნათ პრობლემა - ამოცანად და ეფექტურად მიაღწიოთ დასახულ მიზანს.
- უკეთ გაიცნობთ და შეისწავლით თქვენ აუდიტორიას და უფრო ეფექტიანად გამართავთ მასთან დიალოგს.
- სწორად შეარჩევთ და შეიმუშავებთ არგუმენტებს.
- უფრო ეფექტურად გამოიყენებთ პრეზენტაციას მოლაპარაკების პროცესში.
პრობლემები, რომლებიც უნდა გარდაქმნათ ამოცანებად:
- პრობლემა: ვღელავ და ეს ხელს მიშლის ნორმალურად წარვმართო მოლაპარაკების პროცესი და პრეზენტაცია vs ამოცანა: რა უნდა ვქნა იმისთვის, რომ მოვახერხო ჩემში არსებული ყველა რესურსის მობილიზება და მივაღწიო დასახულ მიზანს?
- პრობლემა: ვერ ვახდენ ზემოქმედებას აუდიტორიაზე vs ამოცანა: როგორ გავმართო და ვმართო ეფექტიანი კომუნიკაცია ადამიანებთან?
- პრობლემა: მიჭირს მეორე მხარისთვის მისაღები და სარწმუნო არგუმენტების შემუშავება vs ამოცანა: როგორ ვიპოვნო საერთო ინტერესი და დავადგინო ღირებულებები?
უკვე იგრძენით პოზიტიურად აზროვნების უპირატესობა? დიახ, ჩვენ ხელოვნურად ვაფერხებთ კომუნიკაციის პროცესს მაშინ, როდესაც ვხედავთ პრობლემას იქ, სადაც მეტწილად საჭიროა ამოცანების დანახვა. პრობლემა გაფერხებს, ხანდახან გიკლავს ნებას - ამოცანა კი გიხსნის გონებას და გხდის მიზანდასახულს. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენი მიზნებისა და ამოცანების სწორი და პოზიტიური ფორმულირება და სწორედ ამაში დაგეხმარებათ ეს 2 დღიანი პროგრამა.
3 მიზეზი, რის გამოც აუცილებლად უნდა გაიაროთ პროგრამა:
- ფიქრობთ, რომ კომუნიკაცია არ არის თანდაყოლილი ნიჭი და ყველა საჭირო უნარის ათვისება შესაძლებელია.
- არ გაქვთ პრეზენტაციის მართვის გამოცდილება, მაგრამ გაქვთ მოტივაცია და პოტენციალი, რომლის რეალიზებაც გსურთ.
- თქვენ ხართ კარგი კომუნიკატორი და გინდათ იყოთ უკეთესი.